შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა – 1920 6.IV ბოლშევიკური პარტიის გადაწყვეტილებით რუსეთის ტერიტორიაზე. შორეულ აღმოსავლეთში შეიქმნა „შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა“. მასში შედიოდა ბაიკალისპირეთი, იმიერბაიკალის მხარე, ამურის ოლქი, ზღვისპირეთი, კამჩატკა და სახალინის ჩრდილოეთ ნაწილი. 16.V.1920 რსფსრ-მ ცნო აღნიშნული რესპუბლიკა.

ეყრდნობოდა რა საბჭოთა რუსეთის დახმარებას ამ რესპუბლიკის დიპლომატიამ ენერგიული ღონისძიებები განახორციელა იაპონიის ინტერვენციონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ შორეულ აღმოსავლეთში, აიძულა იაპონელები, გაეყვანა ბაიკალისპირეთიდან თავისი სამხედრო ნაწილები, აქტიურად მონაწილეობდა დაირენის კონფერენციაში 1921-1922 და ჩანჩუნის კონფერენციაში 1922 შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის არაოფიციალური დელეგაცია გაგზავნილ იქნა ვაშინგტონის კონფერენციაზე 1921-22, მაგრამ იგი არ დაუშვეს ამ კონფერენციაზე, მას შემდეგ, როცა საბჭოთა მთავრობამ განამტკიცა თავისი საერთაშორისო პოზიციები, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის არსებობა აღარ იყო საჭირო, ამიტომაც 15-XI. 1922 იგი გააუქმეს და რსფსრ-ში გააერთიანეს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები