შოყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოყა – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფხერის თემში, ფერსათის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1410-1500 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 18 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 148, რომელთა 99 % ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები