შუალედური ტექნოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუალედური ტექნოლოგიები - (intermediary technologis), ალტერნატიული ტექნოლოგიები მოწინავე კაპიტალინტენსიურ და მოძველებულ, შრომაინტენსიურ ტექნოლოგიებს შორის. ტერმინი პრაქტიკაში შემოიტანა ე. შუმახერმა, რომლის ხელმძღვანელობით 1965 წელს ლონდონში შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი განვითარებად ქვეყნებში არსებული მოძველებული ტექნოლოგიების შუალედური ტექნოლოგიებით შეცვლისათვის ღონისძიებების დასახვის მიზნით. საქმე ისაა, რომ ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე აიძულებს ამ ქვეყნებს მოახდინონ მოძველებული ტექნოლოგიების იმპორტი, რომელთა გამოყენების გრძელვადიანი შედეგები (გარემოზე ზემოქმედებისა და სხვა ეკოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით) ძალზე უარყოფითია. წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს განვითარებული ქვეყნების ახალ, მაღალ კაპიტალინტენსიურ ტექნოლოგიებსა და „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მოძველებულ, მაღალ შრომა ინტენსიურ ტექნოლოგიებს შორის, ამჟამინდელი მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის თავისებური გამოძახილიცაა. იგი შემადგენელი ნაწილია თანამედროვე ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფციისა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ენვაირონმენტალური დეტერმინიზმი (environmental determinism). ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა-შენარჩუნების მიზნით, მრავალ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყურადღებაა გამახვილებული სუსტად განვითარებულ ქვეყნებში დახმარების პროგრამების შემუშავებისა და კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში შუალედური, რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები