შუა ყურის აერაციის და წნევის დარეგულირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუა ყურის აერაციის და წნევის დარეგულირება — შუა ყური ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც პერმანენტულად იწოვს შუა ყურში მოთავსებულ ჰაერს. ამის გამო, ყურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა შუა ყურის კარგი ვენტილაცია, რაც თავისთავად, წნევის რეგულაციას უზრუნველყოფს. ეს ფუნქცია აკისრია ევსტაქის მილს, ცხვირ-ხახას და ფარინგეალურ კუნთებს.

ყლაპვის პროცესის დროს, რბილი სასის კუნთები ევსტაქის მილს ხსნის. ამავე დროს, ცხვირ-ხახაში იქმნება წნევა და ჰაერი ხვდება შუა ყურში.

რიგ შემთხვევებში, შუა ყურის წნევა ძალიან განსხვავდება გარე წნევისაგან (სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობის დროს, ყვინთვის დროს) ამ დროს, ევსტაქის მილის კედლები დახშობილია და არ ატარებს ჰაერის საჭირო რაოდენობას რაც, შესაძლოა, ყურის ტრანზიტორული და, ზოგ შემთხვევაში, მუდმივი დაზიანების მიზეზი გახდეს. წნევა შესაძლოა დავარეგულიროთ რამდენიმე მეთოდით:

ვალსალვას მანევრი

მარტივი და ეფექტური გზა დროებით გავათანაბროთ შუა ყურის წნევა. პაციენტი ახორციელებს ჩასუნთქვას, ხურავს პირს, შემდეგ ცხვირზე ხელს იჭერს და ცდილობს ჩასუნთქული ჰაერი გამოუშვას ცხვირიდან. ეს მანევრი ქმნის გარკვეულ წნევას ცხვირ-ხახაში და ჰაერი, უმრავლეს შემთხვევაში, ევსტაქის მილის მეშვეობით ხვდება დაფის ღრუში. ვალსალვას მეთოდი ხშირად გამოიყენება ოტოლოგების მიერ, რათა განისაზღვროს ევსტაქის მილის გამავლობის ხარისხი.

ასევე, ამ მანევრს ფართოდ იყენებენ დაივინგის მოყვარულებიც.

ბუშტის გაბერვა

ამ მანევრს სპეციალური ბოლოთი აღჭურვილი ბუშტით ასრულებენ ბავშვები (6 წლის ზემოთ). ის საშუალებას იძლევა პატარებში შუა ყურის წნევის რეგულაცია მოვახდინოთ. ვაკეთებთ შემდეგ პროცედურას: ბავშვი ცალ ნესტოს ხურავს თითით და მეორეში ათავსებს ბუშტის ადაპტირებულ თავს და ცდილობს გაბეროს ბუშტი ცხვირით. ბუშტის გაბერვით, შესაძლოა, მარტივად ვუმკურნალოთ ბანალურ, მსუბუქ ექსუდატურ ოტიტებს სახლის პირობებში.

ევსტაქის მილის ჩაბერვები

ეს მანიპულაცია ექიმის მიერ ხორციელდება და ზოგიერთი ექიმის (განსაკუთრებით ბალნეოლოგიურ სანატორიუმებში), დიდ მოწონებას იმსახურებს. მისი შესრულება იტარდის ზონდით ხდება. ამისათვის, ექიმმა ზონდი უნდა შეიყვანოს ევსტაქის მილის ხვრელში და შემდეგ ჩაბეროს სპეციალური საბერით. ამ მანიპულაციის შესრულებას საკმაო გამოცდილება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მანიპულაცია საკმარისად მტკივნეულია, ჩვენ არ ვართ მისი დიდი მოყვარულები.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები