შუმანი რობერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერ შუმანი

რობერ შუმანი – (ფრანგ. Jean-Baptiste Nicolas Robert Schuman; 29 ივნისი 1886 — 4 სექტემბერი 1963), ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1928-დან 1938 ჩათვლით – ელზასისა და ლოთარინგიის საკითხზე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.
1940 მარტში შ. რეინოს მთავრობის შემადგენლობაში შევიდა. პეტენის კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ (16.VI) მას შეინარჩუნა თანამდებობა (1940 12. VII-მდე) და ამგვარად მხარი დაუჭირა პეტენის გადაწყვეტილებას საფრანგეთის კაპიტულაციის შესახებ.
1946-47 ბიდოსა და რამადიეს კაბინეტებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.
1947 24.XI დააკომპლექტა თავისი პირველი კაბინეტი, რომელმაც 1948 19.VII-მდე იარსება. მისი შემცვლელის – ანდრე მარის კაბინეტში იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ეს ადგილი მან შემდგომი მთავრობების დროსაც შეინარჩუნა 1953-მდე.
1955-56 იყო იუსტიციის მინისტრი. აქტიურად უჭერდა მხარს „მარშალის გეგმასა“ და ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შექმნას. 1950 წლის, მაისში გამოვიდა დასავლეთევროპულ სახელმწიფოთა ქვანახშირისა და მეტალურგიული მრეწველობის გაერთიანების გეგმით.


იხილე აგრეთვე

შუმანის გეგმა

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები