შურის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შურის ციხე – ცეიხე ხევსურეთში, სოფელ ბარისახოსთან რომელიც შიდა ხევსურეთში შესასვლელ ხეობას კეტავდა იგი ცხრასართულიანი ყოფილა – ულძველესი და აუღებელი. შეუმუსრავს და დაუნგრევია ზურა ერისთავს. მასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდები, საისტორიო გადმოცემები და სიმღერები. ციხის კარზე იდგა ალვის ხე, რომლის წვერიც ოქროს ჯაჭვით ცაზე იყო მიბმული და ზეციურ ძალებთან დაკავშირებული. ციხის საიდუმლოება გაუცია ღულელ სუმელჯი არიშაულს, ალვის ხე მოუჭრიათ, ოქროს ჯაჭვი გაწყვეტილა და ცაში აკეცილა. ღვთიშვილებთან კაეშირის გაწყვეტის შემდეგ ციხე დაცემულა.

დ. გოგოჭური



ლიტერატურა

  • ვაჟა-ფშაველა, თხზ., 1961, V, გე. 50;
  • ა. შანიძე ხალხური პოეზია, 1931, გვ. 272;
  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956, გვ. 266;
  • მისივე, დემეტრეს წმ. მუხა: ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები