შხეფსაცივარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შხეფსაცივარი

შხეფსაცივარი – სპეციალური კოშკური ნაგებობა ან მოწყობილობა დიდი რაოდენობის ცხელი წყლის გასაცივებლად ატმოსფერული ჰაერით. შხეფსაცივარი გამოიყენება სამრეწველო წარმოებების საბრუნი წყალმომარაგების სისტემებში თბოგადამცემი აპარატების გასაცივებლად, რომლებსაც იყენებენ თბოელექტროსადგურებში, თბოელექტროცენტრალებში, ატომურ ელექტროსაგურებში, მეტალურგიულ ქარხნებში და სხვ. როგორც წესი, შხეფსაცივარი გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც საშუალება არ არის ნამუშევარი ცხელი წყლის ჩაშვებისა ბუნებრივ წყალსაცავებში ან შეუძლებელია ხელოვნური წყალსაცავის მოწყობა.

შხეფსაცივრის მუშაობის ძირითადი პრინციპი შემდეგია: ცხელი წყალი მიეწოდება შხეფსაცივარის ზედა კიდეს მილებით, სადაც ხდება ამ წყლის გაშხეფება, რომელიც შედის კონტაქტში აღმავალ ჰაერის ნაკადთან და კარგავს სითბოს ნაწილს. შხეფსაცივარი ფუძესთან დაგროვილი გაცივებული წყალი ისევ მიეწოდება თბოგადამცემ აპარატებს გასაცივებლად და ა.შ. – ადგილი აქვს წყლის მოძრაობის ჩაკეტილ ციკლს. ღია, ატმოსფერული შხეფსაცივრის დადებითი მხარეა მცირე ენერგოდანახარჯები, უარყოფითი – ნაგებობის (კოშკის) დიდი სიმაღლის აუცილებლობა (ჰაერის წნევათა სხვაობის შესაქმნელად) და ცხელი წყლის გაცივების შენელებული პროცესი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები