ჩაკეპი კარელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარელ ჩაკეპი − (ჩეხ. Karel Čapek, 1890-1938), ჩეხი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე.
დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წელს. მან ძმასთან, იოსებთან ერთად დაწერა კომედიები „სიყვარულის საბედისწერო თამაში“, „მწერთა ცხოვრებიდან“, „ადამი-შემოქმედი“. დამოუკიდებლად დაწერა ლირიკული კომედია „ყაჩაღი“. სახელი გაუთქვა პიესამ „R.U.R.“ („როსმუსოული უნივერსალური სამუშაოები“). 1922 წ. დაწერა პიესა „მაკროპულოსის საშუალება“, რომელიც თავადვე დადგა. მისი მოღვაწეობის მე-2 პერიოდი (1927-38) დაკავშირებულია აქტიურ ბრძოლასთან მოახლოებული ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ პერიოდში დაიწერა მისი პიესები „თეთრი ავადმყოფობა“ და „დედა“.