ჩანართი რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩანართი რუკა – (insert map), დამატებითი რუკა, მოთავსებული რუკის ჩარჩოში. შინაარსით უკავშირდება ძირითადი რუკის შინაარსს. ზოგჯერ მსხვილ მასშტაბშია წარმოდგენილი ძირითადი რუკის დატვირთული ადგილები, მაგ.: ქალაქის ცენტრალური ნაწილი ტურისტულ რუკაზე.