ჩარდავრიშიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩარდავრიშიანი — (დაახლოებით XVIII ს.) თარგმნილი ძეგლი. ქართული ვერსია წარმოადგენს ცნობილი სპარსული ხალხური დასთანის ყისსეიე ჩაჰარ დარვეშ“ („ოთხი დერვიშის ამბავი“) თარგმანს. ეს არის ინდურ და სპარსულ მწერლობაში გავრცელებული, ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული სხვადასხვა მოთხრობის კრებული. ქართული ტექსტი საკაოდ ზუსტად მისდევს ორიგინალს, თუმცა მთარგმნელი არ ერიდება შემოკლებებს, უმთავრესად წიაღსვლებისა და ჩართული ლექსების ხარჯზე. ქართულ ვერსიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპარსული ტექსტის დადგენის თვალსაზრისით. მიუხედავად ლექსიკური სპარსიზმების სიჭარბისა, თარგმანი გამოირჩევა თხრობის ბუნებრივი და ლაკონიური სტილით. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. არსებობს ტექსტის ორი კრიტიკული გამოცემა იაფფასიანი წიგნაკების სახით (1876, 1890, 1899, 1913წწ.).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები