ჩარკვიანი ჯანსუღ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი(დ. 30 სექტემბერი, 1931, ცაგერის რაიონის სოფელი სურმუში — გ. 6 ნოემბერი, 2017). — ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პენ-კლუბის (მწერალთა მსოფლიო გაერთიანების) ქართული ცენტრის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, ჟურნალების („ცისკარი", „დილა", „დროშა") მთავარი რედაქტორი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის, ხალხთა მეგობრობისა და „ღირსების" ორდენის კავალერი, საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1967), გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (1978), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1931 წლის 30 სექტემბერს ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ სურმუშში, 1951 წელს დაამთავრა თბილისის მეორე საშუალო სკოლა, 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება).

1962-1963 წლებში ჯანსუღ ჩარკვიანი ჟურნალ „ცისკრის“ პასუხისმგებელი მდივანია, 1963-1967 წლებში — ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორია, 1967-1977 წლებში — ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორია, 1977-1987 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანია, შემდეგ — ჟურნალ „დროშას“ მთავარი რედაქტორია.

წერს ბავშვობიდან; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი, — „ერთი ღამის სიჩუმეში,“ 1959 წელს; აღსანიშნავია პოეტის წიგნები: „რწმენის კედელი“ (1970), „დიდი ნათელი“ (1980), „ერთტომეული“ (1981), „რჩეული პოემები“ (1983), „მე და შენ“ (1984), „არცა ვმსახურებდე სხვას!“ (1989).

ცალკე უნდა აღინიშნოს პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

ჯანსუღ ჩარკვიანის პოეტურ შემოქმედებას ყველაზე სრულად გვაცნობს პოეტის თხზულებათა ორტომეული (გამომცემლობა „საქართველო“, 1991, 1993).

ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები მსოფლიოს მრავალი ხალხის ენაზეა თარგმნილი. მის ლექსებზე არაერთ ქართველ კომპოზიტორს აქვს დაწერილი მუსიკა. პოეტი არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორია.

1985 წელს ჯანსუღ ჩარკვიანს 1983-1984 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1992-2004 წლებში ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს მე-3 (საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირს საკომპენსაციო სიით), მე-4 (საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით) და მე-5 (საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით)მოწვევის პარლამენტის წევრია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები