ჩახალ-ოღლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩახალ-ოღლი – სახალხო გმირი, ცნობილი ლექსის „ჩახალ-ოღლის“ მთავარი პერსონაჟი.

ცხოვრობდა და მოქმედებდა აჭარაში სელიმ ხიმშიაშვილის ფაშობის დროს. გადმოცემით ჩახალ-ოღლი მე-19 ს. პირველ ნახევარში აჭარის გლეხთა მღელვარების მეთაური ყოფილა, რისთვისაც ოსმალეთის მთავრობას (ახმედ-ბეგი ღალატით მოუკვლევინებია. ჩახალ-ოღლის გვარად ბერიძეს ასახელებენ. ჩახალ-ოღლის ლექსების უძველესი ნიმუში ჩაწერილია. პ. უმიკაშვილის მიერ 1859 წ. მერისელი მთქმელისაგან. ლექსი გამოქვეყნდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ჩახალ-ოღლის ცხოვრებაზე მასალები იპოვება ზ. ჭიჭინაძის, ვინმე მესხის, ს. მესხის შრომებში.

გ. ჭელიძე



ლიტერატურა

  • აჭარის ხალხური პოეზია, I, 1968, გვ. 59;
  • აზ. ახვლედიანი, აჭარის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1970, გვ. 159.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები