ჩეხონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩეხონი – Pelecus cultratus (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ჩეხონი
თევზის სახეობა ჩეხონების გვარისა. ხახის კბილები ორმწკრივია, რიცხვით 2.5-5.2. ლაყუჩის ჩხირები 18-23-ია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის სიგრძეში (კუდის გარეშე) 3,7-5,5-ჯერ თავსდება, მკერდის ფარფლების სიგრძე – 2,9-4,0-ჯერ. ისინი მუცლის ფარფლებას ფუძემდე სწვდებიან. ზურგისა და კუდის ფარფლები მორუხოა, დანარჩენები – მოყვითალო. სიგრძით 200-400, მაქსიმუმი 600 მილიმეტრამდე აღწევს. კასპია-ვოლგის ჩეხონის საშუალო წონა 80-108 გრამია, დოხისა – 300-400 გრამი.
ჩეხონი გავრცელებულია ბალტიის აუზში მდ. ოდერიდან ნევამდე, შავ ზღვაში მდ. დუნაიდან ქერჩის სრუტემდე, აზოვის, კასპიისა და არალის ზღვებში და ზოგიერთ ტბაში.