ჩვეულებრივი აქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩვეულებრივი აქცია - (ordinary share, ordinary stock) - აქცია, რომლის მფლობელსაც ენიჭება აქციონერის ყველა ქონებრივი და პიროვნული უფლება:
ა) დივიდენდის მიღების უფლება კორპორაციის მოგების სიდიდის მიხედვით;
ბ) კორპორაციის მართვაში მონაწილეობის უფლება კრებებზე ხმის მიცემის გზით;
გ) ქონებრივი ნაწილის მიღების უფლება კრედიტორებთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, კორპორაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში. უფლების რეალიზაცია ხდება აქციის სიდიდის პროპორციულად.