ჩივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩივი – ხისგან მზადდებოდა და სხვადსხვა ფუნქციური დანიშნულება გააჩნდა:

  1. კედლის კოტა, კედლის ანდა იატაკის ფიცრებში ჩაყენებული რიკი ფიცრების ერთმანეთთან მყარი კავშირისათვის. საცხოვრებელი სახლის კედლების მშენებლობის დროს კედლის ფიცრების ჩივი შქერის ხისაგან მზადდებოდა;
  2. კედელში ჩასმული ხის რიკი რისამე ჩამოსაკიდებლად. ამ შემთხვევაში ჩივს დეკორატიულ ფორმასაც აძლევდნენ და კარგად ამუშავებდნენ;
  3. ხის ჩივი, რომელიც, მაგალითად მორის გასახეთქად, თოხის ანდა ბარის ტარის გასამაგრებლად გამოიყენებოდა. ასეთი დანიშნულების ჩივები ფორმით მსგავსი, მაგრამ ზომით სხვადასხვა იყო. მორის გასახეთქი ჩივი დიდი ზომის, ხოლო თოხის ტარის გასამაგრებელი ჩივი მნიშვნელოვნად პატარა იყო;
  4. აჭარული აჩაჩა – ურმის ბორბლის საფარი მოწყობილობა, ჭინჭილაქი;
  5. ჩივს შედარებით მომსხვილო და მრგვალ, წაწვეტებულ ჯოხსაც უწოდებდნენ, რომლითაც დახნულ მიწაში ღრმულებს აკეთებდნენ და თამბაქოს, მხლისა და სხვა ნერგებს რგავდნენ.


ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1971:401; დავითაძე, 1974:16; ჯაჯანიძე, 1961.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები