ჩითახევი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩითახევი – მთა სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ქვაბისხევის, ლიკანისხევისა და ჩითახევის (მტკვრის აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1446 მ. აგებულია პალეოცენური და ქვედაეოცენური მერგელებით, კირქვიანი ქვიშაქვებით, თიხებით, ტუფებით. იგი კონუსური ფორმისაა. მთაზე და მის შემოგარენში ფიჭვისა და მუხის შერეული ტყეა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები