ჩილდირის სუბალპური ტყე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩილდირის სუბალპური ტყე – ტყის მცირე კორომი ნიალისყურის ქედის ფერდობზე, კარწახის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1800-2100 მ სიმაღლეზე. იგი ადრე არსებული ტყის მასივის ნაშთია. ამჟამად აქ გვხვდება ვერხვი (Populus tremula) და თეთრი არყი (Betula litwinowii). შერეულია კავკასიური ცირცელიც (Sorbus aucuparia).