ჩინეთ-ინდოეთის ერთობლივი განცხადება 1954
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩინეთ-ინდოეთის ერთობლივი განცხადება 1954 – გამოქვეყნდა 28 ივნისს ქ. დელიში. ხელს აწერდნენ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ჯოუ ენლაი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ. განცხადებაში დამოწმებული იყო ის პრინციპები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ინდოეთ-ჩინეთის შეთანხმებაში 1954 და რომლებიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი („პანჩა შილა“). განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პრინციპების აღიარება აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განვითარების საფუძვლად ხელს შეუწყობს მშვიდობის ზონების შექმნას, რომლებიც შეიძლება გაფართოვდეს და ამრიგად, განამტკიცებს მშვიდობას მთელს მსოფლიოში, ჩინეთმა და ინდოეთმა მხარი დაუჭირა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების გამოყენებას ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში.