ჩიფუს კონვენცია 1876
ჩიფუს კონვენცია 1876 – შეთანხმება ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ხელმოწერილია ჩიფუში (იანტაი) 13.IX.
კონვენცია ჩინეთს თავს მოახვია დიდმა ბრიტანეთმა, გამოიყენა რა მიზეზად იუნანის პროვინციაში ბრიტანეთის საკონსულო სამსახურის ასეულის მკვლელობა. კონვენციის მიხედვით ჩინეთს დიდი ბრიტანეთისათვის უნდა გადაეხადა კონტრიბუცია 200 ათასი ტაელის ოდენობით და ლონდონში გაეგზავნა ოფიციალური მისია მომხდარის გამო ბოდიშის მოსახდელად. კონვენცია ითვალისწინებდა ბრიტანეთისათვის სავაჭროდ ოთხი ახალი ნავსადგურის გახსნას (იჩანი ხუბეის პროვინციაში, უხუ - ანხოიში, ევჯოუ – ჯეძიანში და პაესოი (ბეიხო) – გუანდენში), აგრეთვე მთელ რიგ პრივილეგიებს იუნანის პროვინციაში. წესდებოდა ახალი პროცედურა „შერეული სასამართლოებისათვის“. რომლითაც ფართოვდებოდა ბრიტანეთის ქვეშევრდომთა უფლებები ჩინეთში. კონვენციასთან ერთად ხელმოწერილ იქნა ე.წ. „დამატებითი მუხლი“, რომელიც ეხებოდა ოპიუმით ვაჭრობას.