ჩობანიანი ვლადიმირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმირ ჩობანიანი

ვლადიმირ არშალუისის ძე ჩობანიანი – (დ. 10.02.1938), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (1995).

დაიბადა ბოგდანოვკის (ახლ. ნინოწმინდის) რაიონის, სოფ.ხოჯაბეკში (საქართველოს სსრ). დაამთავრა საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე.

1955 წლიდან მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, დაამთავრა ხარკოვის უმაღლესი საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი 1960 წელს.

1960-1970 წლებში მსახურობდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილებში და შენაერთებში. ჯგუფური ბაზირების საშუალო მოქმედების რადიუსის, სარაკეტო კომპლექსების საბრძოლო მორიგეობის შექმნის ერთ-ერთი პიონერთაგანია. (ქ. მახაჩყალა, დაღესტნის ასსრ).

1971-1989 წლებში მსახურობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს მე-4 ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროს, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ, სამეცნიერო განყოფილების უფროსად.

1985 წელს პოლკოვნიკმა ჩობანიანმა წარმატებულად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, და მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1990 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1989-1992 წლებში მსახურობდა ფ. ძერჟინსკის სახ. საარტილერიო აკადემიაში, სარაკეტო შეიარაღების ექსპლოატაციის კათედრის გამგედ.

1992 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1992-1999 წლებში მსახურობდა ამავე აკადემიის უფროსის მოადგილედ სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში.

2002 წელს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, შექმნა და სათავეში ჩაუდგა სარაკეტო-კოსმოსური პრობლემების პეტროვსკის სამეცნიერო ცენტრს. ამავდროულად არის კონცერნ „სისტემპრომის” გენერალური კონსტრუქტორი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. კონცერნი ჰქმნის სამხედრო ტექნიკისათვის და შეიარაღებისათვის მართვის ავტომატიზირებულ სისტემებს.

გენერალ-ლეიტენანტი ვ. ჩობანიანი არის 250 სამეცნიერო ნაშრომის, 7 გამოგონების, 4 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.

დაჯილდოებულია სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარ. ორდენით (1988). არჩეულია ქ. ნინოწმინდის საპატიო მოქალაქედ.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები