ჩრდილოვანი ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილოვანი ეკონომიკა - (shadow economy) – ფირმებისა და შინამეურნეობების ეკონომიკური საქმიანობის ის არალეგარული სახეობები, რომლებიც შინაარსით კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების მიერ აღურიცხავია. ჩრდილოვანი ეკონომიკა ფარული ეკონომიკის ნაწილია. იგი იქმნება:

  1. შემოსავლებზე გადასახადებისგან (დღგ, მოგებიდან გადასახადი და ა.შ.) და სოციალურ დაზღვევაზე ანარიცხებისგან თავის არიდების მიზნით;
  2. საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების (მაგ., შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, მინიმალური ხელფასის, მაქსიმალური სამუშაო საათებისა და ა.შ.) დაცვისგან თავის არიდების მიზნით;
  3. რიგი ადმინისტრაციული პროცედურების შეუსრულებლობის გამო. ჩრდილოვანი ეკონომიკა არაკანონიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან (ნარკობიზნესი, ბრაკონიერობა, იარაღით ვაჭრობა და ა.შ.) ერთად შეადგენს ფარულ ეკონომიკას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები