ჩხარტიშვილი ივანე (ვანო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ჩხარტიშვილი

ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი − მეცენატი, ბიზნესმენი, ეკონომისტი.

დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს ქ. ოზურგეთში.

  • ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართველი ბიზნესმენი - 1999-2000 წწ.
  • საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2000-2001წწ.
  • ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი - 2001-2004წწ.
  • საქართველოს „გადამხდელთა კავშირის“ თანათავმჯდომარე.
  • 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1989 წელს - ასპირანტურა. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 90-იან წლებში დაკავებული იყო ბიზნესით. ბიზნეს საქმიანობა დაიწყო ბინსოცბანკის კრწანისის ფილიალში მმართველად, იყო არაერთი წამყვანი ბანკის და ბიზნეს კომპანიის, მათ შორის, ტელეკომპანია „მზის“ დამფუძნებელი.
  • 1999 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ, 2000-2001წწ.
  • ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 2001-2004წწ.იყო საქართველოს „გადამხდელთა კავშირის“ თანათავმჯდომარე, 2004-2008 წლებში-საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე.
  • 2010-2012 წლებში ცხოვრობდა და საქმიანობდა ლონდონში.
  • 2013 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი ინიციატივით დაარსდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“, რომელმაც მრავალფეროვანი საინვესტიციო პროექტების საშუალებით, დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჰოლდინგის ზრდა და განვითარება კი, საინვესტიციო მიმართულების შექმნით დაიწყო. ახალგაზრდა, პროფესიონალი გუნდის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების პარალელურად, სხვადასხვა დივერსიფიცირებული მიმართულებების შექმნა და მოდერნიზება მოხდა. მას შემდეგ, ჯგუფს ბევრი საინტერესო პროექტი და კომპანია შეემატა, როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და საერთაშორისო ბაზარზე. ჯგუფმა წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი მონაწილეობით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ჯანსაღი სამუშაო გარემო შეიქმნა. ჰოლდინგის საინვესტიციო აქტივები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისეთ ბიზნეს მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: ენერგეტიკა და ნავთობპროდუქტები, უძრავი ქონებისა და სასტუმროების დეველოპმენტი და მართვა, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის სრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, წარმოება, ლოგისტიკა და სხვა.

მისი ოჯახი წლებია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, 2012 წელს მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად დააფუძნა ფონდი „ქართული გალობა“, 2016 წელს სმენადარღვეული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით აბილიტაცია-რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“. ფონდის მიზანია, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მათივე ძალისხმევითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა საპატრიარქოსთან ჯერ კიდევ 2006 წელს დაფუძნდა მსოფლიოში უნიკალური უმაღლესი სასწავლენებელი, ამჟამად გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც რეგიონებისათვის და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მაღალკვალიფიციურ რეგენტებს და ლოტბარებს ამზადებს.

  • 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.

ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობით და პროექტებით არის გამორჩეული. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა. ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით, 2016 წელს დაწესდა არტემ ერქომაიშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია ქართული ტრადიციული გალობის საუკეთესო შემსრულებელთა და მკვლევართა გამოსავლენად.

იხილე აგრეთვე

წყარო

მასალა მომზადებულია სმარტ-კაპიტალ ჯგუფის მიერ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები