ჩხეიძე გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ჩხეიძე – (XVII-XVIII სს.), მთარგმნელი. მოღვაწეობდა არჩილ მეფის კარზე მოსკოვში, იყო არჩილის ასული დარეჯანის სასახლის მოლარეთუხუცესი. თანამშრომლობდა ვახტანგ მეექვსესთანაც. რუსულიდან თარგმნა რამდენიმე დიდაქტიკური თხზულება, აგრეთვე სასულიერო ხასიათის კრებული „დაუჯდომელი“. მანვე რუსული თარგმანის მეშვეობით გადმოიღო რომაელი ისტორიკოსის კვინტოს კუროსცი რუფის (I ს.) ნაწარმოები „საქმენი ალექსანდრე მაკედონელისა“.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები