ჩხეიძე დავით მელიტონის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დია ჩინელი

ჩხეიძე დავით მელიტონის ძე - (ფსევდონიმი დია ჩიანელი) (დ. - 1890, სოფ. დიმი, ქუთაისის მაზრა - გ. - 1945) - მწერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. რევოლუციური საქმიანობის გამო გადაასახლეს ბსაქოში. 1915-1917 წლებში ბაქოს გიმნაზიაში ასწავლიდა. 1917 წელს ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. 1917-1933 წლებში იყო ქუთაისის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი. 1918 წელ გამოსცა პირველი წიგნი, ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში წიგნის პოპულარიზება ხდებოდა და შეძენისკენ მოუწოდებდნენ მკითხველთ. მაგ., ოფიციალურ სამთავრობო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1919 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა ცნობა დია ჩიანელის წიგნის „შემოდგომის ცრემლების“ დაბეჭდვასა და მაღაზიებში მის გაყიდვასთან დაკავშირებით. 1919 წლის აპრილში ჟურ. „თოლაბაურის სარტყელში“ წიგნის შეფასება გამოქვეყნდა. 1919 წლის მარტში ჟურ. „თეატრსა და მუსიკაში“ პიესა „საქართველოს მასკარადი“ დაიბეჭდა, მისი გაგრძელება კი - ამავე წლის ჟურ. „ხელოვნებაში“.

პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ქუთაისში აქტიურ კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1919 წელს მისი რომანი „ქეთო“ ორ ნაწილად გამოიცა. 1919 წელს „წითელის“ ფსევდონიმით ჟურ. „თეატრსა და ცხოვრებში“ მასზე წერილი დაიწერა.

1926-1928 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, 1928-1931 წლებში საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის, 1932-1937 წლებში ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 1929 რომანი „გიონ დარნა“ დაბეჭდა. 1926-1934 წლებში მისი პიესები დადგეს რეჟისორებმა: მ. ქორელმა, კ. მარჯანიშვილმა, შ. მანაგაძემ, ნ. გოძიაშვილმა. 1933 დაბეჭდა პროზაული კრებული „ორბი“. გარდაიცვალა 1945 წელს.

პიესები

  • „ურაგანი“,
  • „ბეთქილი“,
  • „ბაილი“,
  • „ნაირმალი“.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • რ. კვერენჩხილაძე, დავით ჩხეიძე, ქსე, ტ. XI, თბ.,1987;
  • ჟურ. „თეატრი და მუსიკა“, 1919, №1;
  • ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №13;
  • ჟურ. „ხელოვნება“, 1919, №2;
  • ჟურ. „თოლაბაურის სარტყელი“, 1919, #№;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №23.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები