ჩხოტუა დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხოტუა დავით (1849-1929) — ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი მკვლევარი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1869) სწავლობდა ოდეისისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველი ინტელიგენციის მეთაურებთან და სათავეში ედგა პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობას, რის გამოც განიცდიდა დევნას, ხანგრძლივად იყო გადასახლებული. საბუნებისმეტყველო–საგანმანათლებლო, პედაგოგიურ, პუბლიცისტურ, საენათმეცნიერო, ეთნოგრაფიულსა და ლიტერატურულ სტატიებს აქვეყნებდა „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“, „კრებულსა“ და „განათლებაში“. ავტორია რუსულად დაწერილი გამოკვლევისა „რუსთაველის პოემის გმირები და მათი მსოფლმხედველობა“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები