ცემენტბურბუშელოვანი ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცემენტბურბუშელოვანი ფილა

ცემენტბურბუშელოვანი ფილა –(რუსულად ЦСП – Цементно-стружечная плита) კომპოზიტური ფურცლოვანი საშენი მასალაა, რომელიც მზადდება ჩვეულებრივ პირობებში მერქნის ბურბუშელის, პორტლანდცემენტისა და ქიმიური დანამატებისგან, რომლებიც ამცირებენ მერქნის ექსტრატების მავნე ზემოქმედებას ცემენტზე. სიმკვრივე – 1100-1400კგ/მ3; გეომეტრიული ზომები: სისქე 8-40 მმ, სიგანე 1200-1250 მმ, სიგრძე 3200-3600 მმ. გამოიჩევა კარგი ტენ, ბგერა და თბოიზოლაციით, ცეცხლმედეგობით (50 წთ), ნულოვანი ალის გავრცელების ინდექსით, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით (50 წელი).

მშენებლობაში გამოიყენება შიდა არამზიდი შემომზღუდავი კონსტრუქციებისთვის, ვენტილირებად ფასადებში, სენდვიჩპანელების, ყალიბების, თაბაშირ-მუყაოს, თაბაშირბოჭკოვანი ფილების დასამზადებლად და სხვ.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები