ცემენტის საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის საღებავისაღებავი, რომელშიც მჭიდა ნივთიერებად გამოყენებულია თეთრი ან ფერადი პორტლანდცემენტი ტუტეებისადმი მდგრადი პიგმენტებით. წყალშემკავებელი თვისებების ასამაღლებლად ცემენტის საღებავს უმატებენ 15%-მდე ჩამქრალ კირს და კალციუმის ქლორიდს, ატმოსფერომედეგობის ასამაღლებლად – 1% ჰიდროფობულ ნივთიერებას (კალციუმის სტეარიტს). ცემენტის საღებავი წყალმედეგი საღებავებია, ამიტომ მას ფართოდ იყენებენ გარე და შიგა ტენიანი სათავსების სამღებრო სამუშაოებისათვის ბეტონზე, აგურსა და ბათქაშზე. საღებავების დატანის შემდეგ ზედაპირი გარკვეული დროით საჭიროებს დატენიანებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები