ცემენტიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტიტი − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება), რკინის კარბიდი (Fe3C), რკინანახშირბადიანი შენადნობის მეტასტაბილური ფაზა, რკინისა და ნახშირბადის ქიმიური ნაერთი. შეიცავს 6,67% ნახშირბადს. აქვს ორთორომბული კრისტალური მესერი, მაღალი სიმაგრე და სიმყიფე, მცირედ მაგნიტურია 210°C ტემპერატურამდე. ც. ფორმირება ხდება თუჯის ნადნობის კრისტალიზაციის პროცესში. ფოლადებში გამოიყოფა აუსტენიტის გაცივების ან მარტენსიტის გახურების დროს. ის წარმოადგენს რკინანახშირბადიანი შენადნობის ფაზურ და სტრუქტურულ მდგენელს და ლედებურიტის, პერლიტის, სორბიტისა და ტროოსტიტის შემადგენელ ნაწილს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები