ცერონისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცერონისი – სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის თემი. გაშენებულია შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრი, ქარელიდან 18 კმ.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ ცერონისს ფცის-წყალზედ მდებარე სოფლებს – თამარაშენისა და საციხურს-შორის ათავსებს. ზუსტად ასე აქვს მონიშნული ცერონისი იოანე ბაგრატიონსაც.

სახელწოდება

ადგილობრივ გავრცელებულია აზრი, თითქოს სოფელს ეს სახელი წეროების სიმრავლის გამო შერქმეოდეს. გადმოცემით, აქ ჩამომდინარე ფრონის ნაპირები წეროებს ჰქონიათ ამოჩემებული, ყოველ გადაფრენა-მოფრენის დროს უამრავი წერო სხდება ფრონეზეო. ამგვარი ვერსია, რა თქმა უნდა, სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. ჩვენი ფიქრით, სახელწოდების ამოსავალი ფორმა წეროვნისი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ამ ადგილებში შავი მინერალური მასის – წერის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს (შდრ. სოფელი წეროვანი მცხეთის რაიონში). ცერონის- ფორმაში -ონ სეგმენტი -ოვან- სუფიქსის ნაშთად შეიძლება მივიჩნიოთ ჯერ ხმოვნის ჩავარდნით (ოვან → ოვნ), ხოლო შემდგომ -- თანხმოვნის გაქრობით. მაშასადამე სახელწოდების თეორიული ტრანსფორმაცია შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ: წერ-ოვან-ის-ი → წერ-ოვნ-ის-ი → წერ-ონ-ის-ი. რაც შეეხება და თანხმოვნების ურთიერთ შენაცვლებას, იგი ისეთნაირადვე უნდა შეფასდეს, როგორც ეს ყინცვის-ყინწვის ფორმებში გვაქვს. საინტერესოა, რომ XIX ს-ის დასაწყისის ერთ-ერთ საბუთში (წიგნი ანტონ II-ისა რევაზ ერისთავისადმი სვეტიცხოვლის ყმის მიბარების შესახებ) წეროვნის ნაცვლად ცეროვანი იკითხება.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები