ცვილის ჩრჩილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცვილის ჩრჩილი - მეფუტკრეობას უდიდეს ზარალს აყენებს, განსაკუთრებით, სამხრეთში. ჩრჩილის მატლები ანადგურებენ ფიჭებს, აზიანებენ ბარტყს, ჭეოს, თაფლს, აგრეთვე ხელს უწყობენ ფუტკრის გადამდები დაავადებების გავრცელებას. ცვილის ჩრჩილით დასნებოვნებული ოჯახები სუსტდებიან და პროდუქტიულობას ამცირებენ. ჩრჩილი კვერცხებს ფიჭებში, სკის ნაგავში, ღრიჭოებში, დებს, საიდანაც იჩეკება მატლები. ისინი ფიჭებში აკეთებენ გასასვლელებს, რომლებსაც აბლაბუღით შემოხლართავენ. მატლები ჭუპრდებიან საფარი ტილოს ქვეშ, სადაც წნავენ - სიგარისმაგვარ პარკებს. მატლები გასასვლელების კეთებისას ხშირად აზიანებენ - ბარტყს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღუპება. ჩრჩილი უფრო ხშირად აზიანებს სუსტ, აგრეთვე ძველ ფიჭებზე მცხოვრებ ოჯახებს. ძლიერი დაზიანების დროს ფიჭები შეიძლება გავსებული იყოს აბლაბუდითა და ჭუპრის ნარჩენებით. ჩრჩილი აზიანებს აგრეთვე აშენებულ ფიჭებსა და ცვილის სხვა ნედლეულს მათი არასწორად შენახვის დროს.

ბრძოლის ღონისძიებები - საფუტკრეში უნდა ჰყავდეთ მხოლოდ ძლიერი ოჯახები, რომლებიც მოსპობენ ჩრჩილის მატლებს; სკებში იცავენ სისუფთავეს, ცვლიან ძველ, უვარგის ფიჭებს, ჩრჩილით დაზიანებულ ფიჭებს კი - ცვილად ადნობენ. ძლიერი დაზიანების დროს ოჯახები გადაჰყავთ სუფთა, დეზინფიცირებულ სკებში, მაღალხარისხოვან ფიჭებზე. ფიჭების დეზინფექციის ყველაზე ხელმისაწვდომი ხერხია დამუშავება 80% ძმრის მჟავით (იხ. ნოზემატოზი), აგრეთვე ვეტერინარი მუშაკის კონტროლით ჩატარებული გაზით ფიჭების დეზინფექცია. ჩოჩილის მატლები განვითარების ყველა სტადიაში იღუპება დაბალი ( 10°C) ტემპერატურის ზემოქმედებით,


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები