ციგაის ცხვარი
ციგაის ცხვარი - ცხვრის ჯიში. უძველესი, ნახევრად ნაზსაწმისიანი ჯიშია. სიბერეს. მოშენებას მისდევენ სამხრეთ უკრაინაში, ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში, ვოლგისპირა (პოვოლოჟიე) ზოგიერთ რაიონში. ცოცხალი წონა შედარებით მცირე აქვს, კარგი მერძეულია, ადვილად სუქდება, ახასიათებს ერთგვაროვანი ნახევრადნაზი მატყლი. სინაზით მატყლი 46-56 ხარისხებს შორის მერყეობს.
ნერბების ცოცხალი წონა 45-50 კილოგრამია, ყოჩების 70-80 კილოგრამი. ყველაზე ტანადი ყოჩების ცოცხალი წონა 117 კილოგრამს აღწევს, ნერბების კი 90 კილოგრამს. წლიური ნაპარსი (კანძის წონა) ნერბებში 3,0 —4,0 კილოგრამია, ყოჩებში 4,5-6,0 კილოგრამი. საუკეთესო ნერბები 5 კილოგრამს იპარსავენ, ყოჩები 8,5 კილოგრამს. მატყლის სიგრძე 8-12 სანტიმეტრს აღწევს. ცხვარს კანის დანაოჭება არ ახასიათებს.
წველადობა 95-100 ლიტრს უდრის, საუკეთესო ნერბები კი 150 კილოგრამს იწველიან 4 თვის განმავლობაში. ცხიმის პროცენტი 6,3% რძისაგან აკეთებენ ყველს (ბრინზა). ამ ცხვრის ტყავისაგან აკეთებენ - ბეწვეულს საყელოებად, ქუდებად, პალტოებად.