ცივი შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცივი შედუღება − ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ლითონების შეერთება რეკრისტალიზაციის მინიმალური ტემპერატურის ქვევით. შედუღება ხდება მექანიკური ძალის ზემოქმედებით შესადუღებელი ლითონების პირაპირის ზონაში გაჩენილი პლასტიკური დეფორმაციის მეშვეობით ანუ ორი ელემენტის ერთმანეთზე მიწნეხით. პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ზედაპირების კარგი გაწმენდა. შეერთების სიმტკიცე დამოკიდებულია კუმშვის ძალასა და შესადუღებელი დეტალების დეფორმაციის მაჩვენებელზე. ცივი შედუღება გამოიყენება ალუმინის, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, ნიკელის, ვერცხლის, კადმიუმის, რკინისა და სხვ. მეტალების ნაკეთობების, აგრეთვე ისეთი ლითონების შესაერთებლად, რომლებიც მგრძნობიარეა სითბოს მიმართ და გაცხელებისას წარმოქმნის ინტერმეტალიდებს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები