ცუცუბნის წმინდა თევდორეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცუცუბნის წმინდა თევდორეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერთაწმინდიდან 1,5-2 კმ-ზე. ცხირეთისკენ მიმავალ გზაზე, ე. წ. ცუცუბანში. ადგილობრივების გადმოცემით ამ ადგილს ადრე ხუცუბანს უწოდებდნენ. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, დაკარგულია ლავგარდნის ყველა ქვა. კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზე მიწითაა დაფარული. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვებით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი დიდი ზომის (2,15 X 0,95 მ) რუხი ფერის არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. საკურთხეველში მოხატულობის კვალი ჩანს. ფასადების კედლები ნაწყობია რუხი ფერის ფილაქვით. ჰორიზონტალური რიგები ყველგან დაცულია. კუთხეები საგანგებოდ არის გამოყვანილი მომწვანო ფირუზისფერი კვადრებით. ასეთივე ფერის ქვები გამოყენებულია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები