ცხადაია მანუჩარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანუჩარ ცხადაია — (დ. 19 მარტი, 1985, ხობი), ქართველი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (66 კგ). 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (2009, 11), ევროპის ჩემპიონატის მეორე (2012) და მესამე (2009) პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (2009).
2012 წლის ოლიმპიური თამაშები
66 კგ, 19 მონაწილე
1. ჰაიონვუ კიმი (სამხრეთ კორეა)
2. ტომაშ ლორინცი (უნგრეთი)
3. მანუჩარ ცხადაია (საქართველო)
3. სტივ გენო (საფრანგეთი)
I წრე ქულებით (1:0, 5:1) მოუგო პასკალ სტრებელს (შვეიცარია); II წრე ქულებით (6:0) სძლია აშრაფ ელგრებლს (ეგვიპტე); III წრე
ქულებით წააგო (0:7) ტომაშ ლორინცთან (უნგრეთი); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ქულებით (3:0) გაიმარჯვა ფრანკ შტიბლერთან (გერმანია).