ცხავერის კვირაცხოვლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხავერის კვირაცხოვლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხავერის ჩრდილოეთით, 500 მეტრზე, თარიღდება გვიანდელი ფერდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5X3,85 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთი მხარე ნიშით და კედლების ქვედა ნაწილი-1-1,5 მეტრ სიმაღლეზე.