ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“საქართველოს მეფის – დავით IV აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება, რომელშიც აღწერილია XI ს-ის 70-იანი – XII ს-ის 20-იანი წლების (1126 წლამდე) საქართველოს ისტორია. შესულია „ქართლის ცხოვრების” კრებულში, ავტორის ვინაობა უცნობია. თხზულება დაწერილია 1123-26, მისი ავტორი მეფის მომხრეთა დასს ეკუთვნოდა და ძლიერი სამეფო ხელისუფლების დამცველი იყო. იგი ხშირ შემთხვევებში თავად მონაწილეობდა იმ ისტორიულ მოვლენებში, რომლებიც შემდგომ ნაშრომში აღწერა. ამიტომაც, თხზულება უამრავ სანდო ქრონოლოგიურ ცნობებს შეიცავს და უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიის ამ მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, საერთაშორისო თუ დიპლომატიური ურთიერთობების შესასწავლად. მასში აღწერილია დავით IV აღმაშენებლის ურთიერთობა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან – ყივჩაყებთან (მათი ჩამოსახლება დავით IV-ის მიერ მუდმივი ქართული ლაშქრის შექმნის მიზნით), სომხეთთან, შირვანთან, თურქ-სელჩუკებთან, ევროპელ ჯვაროსნებთან. დავით IV-ის მოღვაწეობა საქართველოს გაერთიანებისათვის, დიდგორის ბრძოლა, თბილისის აღება და ერთიან სამეფოსთან შემოერთება და სხვა. „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ ქართული ისტორიოგრაფიის მწვერვალადაა აღიარებული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები