ძაღლისებური ზვიგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძაღლისებური ზვიგენების – Scyliorhinus caniculus l

კლასი: ხრტილოვანი თევზები
ოჯახი: მცირე ზომის ზვიგენები
გვარი: ძაღლისებური ზვიგენები

გავრცელებულია შავ ზღვაში, რომელშიც ხმელთაშუა ზღვიდანაა შემოჭრილი.

ძაღლისებური ზვიგენის უმთავრეს საკვებს შეადგენს უხერხემლოები, ფსკერული კიბოსნაირები და ჭიები, ხოლო იშვიათად საკვების შემადგენლობაში ბატიპელაგური ფორმებიცა და აგრეთვე წვრილი თევზებიც გვხვდებიან. საერთოდ, მეტად გაუმაძღარი თევზია. ის იმდენს ჭამს რომ ახლად ჩაყლაპულ თევხებს უკანვე ანთხევს, ხოლო ჭამას ისევ განაგრძობს.

განაყოფიერება შინაგანია. ნაყოფიერება 1-დან 20 კვერცხამდეა. კვერცხი მტკიცე რქოვან კაფსულაშია მოთავსებული, რომელსაც ოთხივე ბოლოზე გრძელი ძაფები აქვს. ამ ძაფების საშუალებით: კვერცხები ფსკერის საგნებს ემაგრებიან (ეხვევიან).

ევროპის წყლებში ამ თევზის სარეწაო მნიშვნელობა დიდი არაა. მაგრამ ტროპიკებში, სადაც ეს ზვიგენები მეტად მრავალრიცხოვანია, ისინი ადგილობრივ მცხოვრებთათვის თვალსაჩინო სარეწაო ობიექტს წარმოადგენენ.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები