ძირის ბუხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძირის ბუხარი – უშუალოდ მიწის ზედაპირზე დადგმული ბუხარი. იგი უმეტესად ერთსართულიან სახლებს ახასიათებდა. ტერმინი მარეთის ხეობაშია დადასტურებული. საპირისპირო ვარიანტს ზედშედგმული ბუხარი – საყრდენებიანი ბუხარი წარმოადგენდა.
ჩვეულებრივ გარეთა ბუხარი ორად იყოფოდა:
1. როცა ბუხარს საგანგებო ხის საყრდენები უკეთდებოდა და
2. როცა ბუხარი მიწასთან სიახლოვის გამო ხის საყრდენების გამართვასარ საჭიროებდა, ბუხრის გამართვა ქვით ამოშენებულ კედლებზე ხდებოდა.
როგორც გარე, ისე შიგნითა ბუხრების სისტემა ერთგვარი იყო.
ლიტერატურა
ტუნაძე, 1996:95.