წაბლა ღორჯო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წაბლა ღორჯო – Neogobius platyrostris (Pallas) 1811
თევზი ღორჯოსებრთა ოჯახიდან. ახლოა Caphalarges-თან, მაგრამ იმით განსხვავდება, რომ ზედა ტუჩის გვერდითი კიდეები არა თანდათანობით, არამედ ერთბაშად ძლიერ ფართოვდება, მუცლის ფარფლი უფრო მოკლე აქვს და სხეულის სიგრძის (ხერხემლის ბოლომდე) 19%-ს არ აღემატება. ქვედა ყბა უფრო ნაკლებადაა გამოშვერილი, მურა-რუხი წვრილი ლაქებით. ზურგის პირველ ფარფლზე ზოლი არა აქვს, ხოლო დანარჩენ ფარფლებზე აქვს. სიგრძით 225 მმ-მდე აღწევს.
გავრცელებულია შავ ზღვაში. ღია ზღვის სანაპიროებში. ქვებს შორის ბინადრობს. მდინარეებში არ შედის, მაგრამ მდინარეებში განსაკუთრებით მკვიდრი ფორმა ბინადრობს, რომელიც, Caphalarges constructor-ისაგან არ განსხვავდება.