წათე II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წათე II – ეგრისის მეფე 554 წლის შემდეგ, გუბაზ II-ის ძმა. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, გუბაზის სიკვდილის შემდეგ ეგრისის სახალხო კრებამ (555 წ.) მისი მეფედ დამტკიცება მოსთხოვა ბიზანტიის იმპერატორს იუსტინიანეს. იმპერატორმა შეასრულა ეგრისელთა თხოვნა. წათე მეფედ დაამტკიცა, სამეფო ნიშნები მისცა და სამშობლოში გამოაგზავნა. წათეს თან გამოაყოლეს ანასტასი სენატორი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კეისრისაგან გუბაზის მკვლელების გასამართლება და სიკვდილით დასჯა.
ეგრისში ჩამოსულ წათეს დიდი ზეიმთ დახვდნენ. მისი მეფობის დროს ბრძოლა ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის კვლავ გრძელდებოდა ეგრისისათვის.