წარდგინების ხელოვნება
„წარდგინების (წარმოდგენის) ხელოვნება“ – სტანისლავსკიმ სამსახიობო ხელოვნება დაყო სამ სახეობად: 1) განცდის; 2) წარდგინების; 3) ხელოსნობისა და შტამპის. „წარდგინების ხელოვნება“ როლზე მუშაობას ანაწევრებს ორ განსხვავებულ ეტაპად – სარეპეტიციო და სასცენო. „წარდგინების ხელოვნების“ მიხედვით, მსახიობმა როლი უნდა განიცადოს მხოლოდ სარეპეტიციო პერიოდში, სცენიდან კი მაყურებელს წარუდგინოს მზა შედეგი, როლის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მოდელი. ეს შეხედულება თეორიულად ჩამოაყალიბეს დ. დიდრომ („პარადოქსი მსახიობის შესახებ, 1770-73) და კოკლენმა („მსახიობის ხელოვნება“, 1886). „წარდგინების ხელოვნების“ საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბა ბ. ბრეხტმა („სამსახიობო ხელოცნების ახალი ტექნიკა“, 1940). „განცდის“ ხელოვნება უპირატესობას ანიჭებს მსახიობის ინტუიციას, „წარდგინების ხელოვნება“ კი – ინტელექტს.
მ. გეგია