წერეთელი სავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავლე წერეთელი – (1907-1966), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957), დაიბადა სოფელ ჯვარისაში (ამბროლაურის რაიონი); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა. 1941-1946 წლებში მონაწილეობდა სამამულო ომში. მრავალი წელი განაგებდა ფილოსოფიის ისტორიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1948-1953 და 1957-1966 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. მის სახელთან დაკავშირებულია ამ ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა. აღზარდა ახალგაზრდა მეცნიერთა თაობა, დააფუძნა ფილოსოფიის ინსტიტუტის შრომები, ჩამოაყალიბა ახალი დარგები და განყოფილებები ინსტიტუტში.

სავლე წერეთლის მთავარ მეცნიერულ დამსახურებას წარმოადგენს დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით. ამ თეორიის ძირითადი პრინციპები (განსაკუთრებით, დაუბოლოებლის ცნების განსახღვრება) მან ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1947 წელს მოხსენებაში ფილოსოფიის ინსტიტუტის პირველ სამეცნიერო სესიახე, ხოლო დასრულებული სახით ეს თეორია გადმოცემულია მის უკანასკნელ სქელტანიან მონოგრაფიაში „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბილისი, 1965).

ს. წერეთელი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყო, ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა მათემატიკური დისციპლინაა დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების - კატეგორიების - საშუალებით ხორციელდება და შინაარსეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: ლოგიკური კატეგორიები და ლოგიკურის კატეგორიები. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვინაიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია ამ ტიპის კატეგორიებზე.

ს. წერეთლის დიალექტიკური ლოგიკის ბირთვია უსასრულო დასკვნის ცნება. „დიალექტიკური ლოგიკა არის უსასრულო დასკვნის ლოგიკა“. ამიტომ იგი რეფლექსურობით ხასიათდება. ს. წერეთელი ლაპარაკობს ლოგიკური კავშირის რვამხრივობაზე, რომელთაგან კავშირის თითოეული წევრი ცალმხრივია. ამ ცალმხრიგობათა ამოწურვა უსასრულოს გვაძლევს. უსასრულო დასკვნა აგებულია შინაგან უარყოფახე, შინაგან წინააღმდეგობაზე. აქ საქმე გვაქვს დადებით დიალექტიკასთან, რომლის დროსაც მოწინააღმდეგენი ერთმანეთს უბრალოდ (უნაშთოდ) კი არ უარყოფენ, არამედ ამ უარყოფის გზით კიდეც ასაბუთებენ ერთმანეთს. უსასრულო დასკვნა უშუალოა. ვინაიდან წანამძღვრებს არ საჭიროებს. ამგვარი დასკვნა ყველაზე მკაცრ ლოგიკურ აუცილებლობას წარმოადგენს. ს. წერეთელი ჩამოთვლის დიალექტიკური ლოგიკის 20 ძირითად კანონს რომელშიც ფორმალური ლოგიკის კანონებიც შედის. დიალექტიკური ლოგიკა, როგორც შინაარსეულ ზოგადზე აგებული მეცნიერება, იმავე დროს შემეცნების თეორიას წარმოადგენს, და, მაშასადამე, დიალექტიკა, ლოგიკა და შემეცნების თეორია ერთმანეთს ემთხვევა. მისი აზრით, დიალექტიკური ლოგიკა არის გაშლილი სახით წარმოდგენილი უსასრულო დასკვნის ლოგიკა, ხოლო ეს უკანასკნელი - შეკუმშულად წარმოდგენილი დიალექტიკური ლოგიკა ლოგიკური დასაბუთების საწყისს უსასრულო დასკვნა წარმოადგენს, რომელხეც მთელი ლოგიკური სისტემა აიგება. ს. წერეთელი ასე განსახღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: „ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა - განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ“. ამ იდეის დასაბუთებას ს. წერეთელმა მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა.


თხზულებები

  • „ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ“ (თბილისი, 1956);
  • „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკენის თეორიაში“ (თბილისი, 1959);
  • „დასაბუთების საწყისი“ (თბილისი, I963);
  • „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბილისი, 1962);
  • „მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ“ (თბილისი, 1955);
  • „ჭეშმარიტების ლენინური გაგების ზოგიერთი საკითხი“ (თბილისი, 1900);
  • „ანტიკური ფილოსოფია“ (თბილისი, 1968).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები