წიაღების ბაროტრავმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წიაღების ბაროტრავმები — ამ პათოლოგიურ მოვლენას, უმეტესწილად, ყურის ბაროტრავმასთან ერთად ვხვდებით, თუმცა ის უფრო იშვიათია.
მისი მიზეზი, უფრო ხშირად, ორი ფაქტორის დამთხვევაა:
- წნევის უეცარი ცვლა (სიმაღლიდან ვარდნის ან ყვინთვის დროს);
- წიაღის ბუნებრივი სავალის დახშობა რაიმე ანატომიური წარმონაქმნით, მაგ. ძგიდე, ნიჟარა ან ახალწარმონაქმნი: პოლიპი, ან ნეოპლაზია;
ამ დროს, ტკივილი შესაძლოა გაუსაძლისი გახდეს. ის ვრცელდება იმ მხარეს, რომელი წიაღიც დაავადებულია. ან, თუ ეს ძირითადი წიაღია, კეფის მიდამოში.
მისი მკურნალობა წიაღში წნევის გათანაბრებით ხდება.
NOTA BENE
|