წინაფრა (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინაფრა − შენობის შესასვლელის თავზე მოწყობილი გამონაშვერი ბრტყელი ან მომრგვალებული ფორმისა, რომელიც შემოსასვლელს იცავს წვიმის წვეთების პირდაპირი მოხვედრისაგან და შენობის ფასადს აძლევს დამთავრებულ არქიტექტურულ სახეს. ის შეიძლება დამზადდეს ლითონის, ხის, რკინაბეტონის, მინაპლასტიკის, პოლიკარბონატის და სხვა მასალისაგან.