წინა აზიის გველანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინა აზიის გველანა – Gobitis aurata (Filippia) 1865.

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
გვარი: გველანა

თევზის სახეობა გველანების გვარისა. მალების რაოდენობა 41-43. კუდის ფარფლის შუაში წყვეტილი მუქი ზოლია. ზურგისა და ანალური ფარფლების უკან მეტ ნაკლებად განვითარებული კანოვანი ტროპი აქვს. სხეულის გვერდებზე 10-15 მუქი წინწკლებია, რომლებიც ნაკლებად მკაფიოდ არის გამოსახული. ტიპიური გველანის წინწკლებთან შედარებით ამ ლაქების ზემოთ მრავალი პატარა ხალია, რომლებიც გასწვრივ რიგებს, მწკრივებს, როგორც ტიპიურ გველანას აქვს, აქ არ წარმოქმნის. ზურგზე, ზურგის ფარფლის წინ და მის უკან რამდენიმე მსხვილი გარდიგარდმო ლაქაა მოთავსებული. კუდის ფარფლის ფუძესთან მუქი განივი ზოლია, რომელიც შუაში გაწყვეტილია. თვალის ქვეშა ქიცვი ძლიერია და მისი ტოტები სიგრძით შესამჩნევად განსხვავდებიან. ულვაშები ტიპიურ გველანაზე გრძელი აქვთ. პირის კუთხის ულვაშები 170 თვალის უკანა კიდის ვერტიკალს აღწევს. ქერცლი თუმცა წვრილია, მაგრამ უბრალო თვალითაც ჩანს. მამლებს მკერდის ფარფლის მეორე სხივი გაფართოებული არა აქვთ. სიგრძე 100 მილიმეტრამდე აღწევს, იშვიათად. 138 მილიმეტრამდეც.

გავრცელებულია დუნაის შუა და ქვედა წელში, ბალკანეთის მდინარეებში, ვარდარიდან მარიცამდე, დონის ზედა აუზში, ყუბანში, არმავირამდე, მტკვრისა და არეზის აუზში, სეფიდ-რუდში, სხვა მდინარეებში. ტოფობის დრო არაა ცნობილი. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია ზურგის ფარფლის წინა გვერდების თავისებური ხასიათის გამობერილობით, რომელიც მამლებს ახასიათებს.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები