წურწუმია რუსუდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსუდან წურწუმია – (2 მაისი 1945,ფოთო), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი( 2002) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი.

1969 დაამთავრა თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის ფაკულტეტი (პედ. ლ. დონაძე), 1982 ასპირატურა (პედ. გ. ორჯონიკიძე)

1975-82 იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების განყოფილების უფროსი. 1982-იდან გამომცემლობა „ხელოვნების“ მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე. 1984-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1986-2007 პრორექტორი. 1986-იდან ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი (2009). 1998 აღადგინა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კონფერენცია. 2003-2007 კორდინაციას უწევდა იუნესკოს პროექტს „ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარება“. პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობის სფეროა ქართული პროფესიული და ეთნომუსიკა.

მისი ნაშრომებია: „ქართული ხალხური სიმღერა დღეს – ცოცხალი პროცესი თუ სამუზეუმო ექსპონატი“ (1997 სოციოლოგიური ანალიზის ცდა), “ქართული ხალხური სიმღერა ათასწლეულების მიჯნაზე” (1997), XX ს. პირველი ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (1998), XX ს. მეორე ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (2004), მრავალხმიანობის ქართული ხედვა (2007) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები