ჭანჭიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოთუთიებული ფოლადის ჭანჭიკი ექვსკუთხა თავითა და ღეროს სიგრძის ნაწილზე კუთხვილით (ГОСТ 7798-70)
ჭანჭიკი ექვსკუთხა თავითა და ღეროს მთელ სიგრძეზე კუთხვილით (DIN 933)

ჭანჭიკი – სამაგრი დეტალი, ჩვეულებრივად მრგვალი ღერო ექვსკუთხა ან კვადრატული თავით, ღეროს ნაწილზე ან მთელ სიგრძეზე კუთხვილით, რომელზეც ჩაიხრახნება ქანჩი.

განასხვავებენ დანიშნულების, ფორმის, მასალის, სიმტკიცის კლასისა და ზედაპირული საფარვლის მიხედვით.
დანიშნულების მიხედვით არსებობს: საავეჯო, სამშენებლო, საგზაო, სამანქანათმშენებლო და სახნისის;
ფორმის მიხედვით – გადასახსნალი, საანკერო, რგოლსარჭიანი, ექვსკუთხა თავიანი, ნახევარწრიულ თავიანი, დამალულ თავიანი და მილტუჩიანი;
სიმტკიცის კლასის მიხედვით – 3.6; 4.6; 4.8; 5.6; 5.8; 6.6; 6.8; 8.8; 9.8; 10.9; 12.9, სადაც პირველი ციფრი გამრავლებული 100-ზე აღნიშნავს ჭანჭიკის მასალის ნომინალურ დროებით წინაღობას ნ/მმ2-ში; წერტილით გამოყოფილი მეორე ციფრი გამრავლებული 10-ზე – დენადობის ზღვრის ფარდობას დროებით წინაღობასთან პროცენტებში. რიცხვში ციფრების ნამრავლი გამრავლებული 10-ზე – მინიმალურ დრეკადობის ზღვარს ნ/მმ2-ში.

კონსტრუქციებისა და ელემენტების შეერთებებში ჩვეულებრივთან ერთად გვხვდება სპეციალური დანიშნულების ჭანჭიკი. (ანკერული, განმბჯენი, კაკვისებრი, მრგვალთავიანი, ყრუ, ყუნწიანი, ჩამოქლონილი, ჩაჭრილი, ჭილობიანი და სხვ.). სამშენებლო კონსტრუქციებში გამოყენებული ჭ. იყოფა ოთხ ჯგუფად: უხეში, ნორმალური სიზუსტის, ამაღლებული სიზუსტის, მაღალი სიმტკიცის (დიამეტრით 10-30 მმ) და საანკერო დიამეტრით 90 მმ. მასალად გამოიყენება ნახშირბადიანი, დაბლად ლეგირებული და ლეგირებული ფოლადები. მაღალი სიმტკიცის ჭ. დასამზადებლად მიმართავენ ფოლადის თერმულ დამუშავებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები