ჭარბი მიწოდება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭარბი მიწოდება - (excess supply) - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც მიწოდება აღემატება მოთხოვნას. წარმოიქმნება ისეთ შემთხვევაში, როცა საბაზრო ფასი წონასწორობის ფასზე მაღლა აიწევს. ეს სტიმულს აძლევს მწარმოებლებს, გაზარდონ X საქონლის წარმოება. გარკვეულ წერტილში წარმოებული იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მომხმარებლებს სურთ შეიძინონ. ბაზარი ზედმეტად გაჯერებული აღმოჩნდება X საქონლით. წარმოიქმნება ჭარბი მიწოდება, რაც გამოიწვევს ფასის შემცირებას.