ჭარბი მოთხოვნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭარბი მოთხოვნა - (excess demand) - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. წარმოიქმნება ისეთ შემთხვევაში, როცა საბაზრო ფასი წონასწორობის ფასზე დაბლა დაიწევს. მომხმარებლებს გაუჩნდებათ სურვილი, იყიდონ იმაზე მეტი X საქონელი, ვიდრე მწარმოებლებს სურთ აწარმოონ. წარმოიშობა ჭარბი მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ფასის გაზრდას.