ჭკუასელი ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ ჭკუასელიი

ჯემალ ჭკუასელი – (18. მაისი 1935, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის რ-ნი – 17 დეკემბერი, 2021, თბილისი), საქართველოს სახალხო არტისტი (1990). სახელმწიფო (2002) და შოთა რუსთაველის სახელობის (2003) პრემიების ლაურეატი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ (2015), ღირსების ორდენის კავალერი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი (1970). იყო გარდაბნის რ-ნის მთავარი აგრონომი (1971-73), საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი (1976- 79), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დამაარსებელი, დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1979- 86). 1986-იდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები